საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N 97/01-01 04/05/2023 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
 

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2022 წლის 7 აგვისტოდან 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით)  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
  5. 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2022 წლის 7 აგვისტოდან 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით)  სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 

     

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება   8  – 15 მაისის ჩათვლით (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში)  VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ.
 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: 18 მაისი

აპელაცია:  19 მაისი 15:00 სთ-მდე (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)

საბოლოო შედეგები გამოცხადება:  არაუგვიანეს 22 მაისი
 

 

გისურვებთ  წარმატებებს!

თარიღი: 05/05/2023